მიმტანი
07-10-2025 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სასტუმრო "Le Meridien Batumi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
* სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
* მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
* მაგიდისა და ჭურჭლის მომზადება;
* საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
* სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

საჭირო უნარები:

* სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
* განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
* აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ფლობა  ჩაითვლება უპირატესობად;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებული.

სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!