მთავარი ინჟინერი (Chief Engineer)
პოზიციის მიმოხილვა
მთავარი ინჟინერი პასუხისმგებელია სასტუმროს საინჟინრო სისტემების გამართულ მუშაობაზე, ტექნიკური მომსახურების დაგეგმვასა და შესრულებაზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ტექნიკური გუნდის ეფექტიან მართვაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სასტუმროს ტექნიკური და საინჟინრო სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ტექნიკური მომსახურებისა და პრევენციული სამუშაოების დაგეგმვა და კონტროლი;
- ტექნიკური გუნდის კოორდინაცია და მართვა;
- ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
- კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინჟინრო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზაციული უნარები;
- MS Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.