პოზიცია: მთავარი ინჟინერი (Chief Engineer)
პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან მთავარ ინჟინერს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტის ტექნიკური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გამართულ, უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკური სისტემებისა და დანადგარების მუშაობის კონტროლი;
- გეგმიური და მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების ორგანიზება;
- დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- ტექნიკური პერსონალის სამუშაოს დაგეგმვა და კონტროლი;
- ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების მონიტორინგი;
- ტექნიკური უსაფრთხოებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
- საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების კონტროლი;
- გარე ტექნიკურ კომპანიებთან და კონტრაქტორებთან თანამშრომლობა.